3 მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მლნ 146 ათას 249 ლარს მიიღებს. როგორც მთავრობის №1707 განკარგულებაშია აღნიშნული, თანხას ამბროლაურის, ცაგერისა და თელავის მუნიციპალიტეტები მიიღებენ.
როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 892 ათას ლარს, ცაგერის მუნიციპალიტეტი - 240 ათას ლარს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი - 14 ათას 249 ლარს მიიღებს.
მიღებული თანხით კი ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ხიდ-ბოგირების, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.