დღეს, 30 აგვისტოს, ესპანეთის ექვს ქალაქში (მადრიდი, ბარსელონა, გრანადა, ბარაკალდო, სევილია, ლას პალმასი) სტარტს აიღებს რიგით მე-17 მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში.
შეჯიბრში 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
A ჯგუფი: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, ირანი.
B ჯგუფი: ფილიპინები, სენეგალი, პუერტო რიკო, არგენტინა, საბერძნეთი, ხორვატია.
C ჯგუფი: დომინიკის რესპუბლიკა, თურქეთი, აშშ, ფინეთი, ახალი ზელანდია, უკრაინა.
D ჯგუფი: სლოვენია, ლიტვა, ანგოლა, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ავსტრალია.
ჯგუფური ტურნირი 4 სექტემბრამდე გასტანს, შემდეგ კი ჯგუფების მოწინავე ოთხეულები მერვედფინალში, რომელიც 6 სექტემბერს შედგება, ამგვარად დაწყვილდებიან: A1-B4, B2-A3, B1-A4, A2-B3, C1-D4, D2-C3, D1-C4, C2-D3.
9-10 სექტემბერს მეოთხედფინალებია, 11-12 სექტემბერს - ნახევარფინალები, 13-ში მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდება, 14-ში კი ფინალია დანიშნული, რომელსაც მადრიდის 15-ათასიანი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.