უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატს ახალი მეთაური ჰყავს. ამ თანამდებობაზე ჩერნოვიცკისა და ბოკუვიცკის მიტროპოლიტი ონუფრიი აირჩიეს. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის იერარქების სხდომაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის წინა მართველი მიტროპოლიტი ვლადმერი 5 ივლისს გარდაიცვალა.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის ხელმძღვანელის არჩევნებზე მიწვეული არ ყოფილა. მათივე ინფორმაციით, ამ შეკრებას რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე არსებობს კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქი - ეს არის ტიტული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატისა, რომელსაც, ისევე როგორც თავად კიევის პატრიარქატს სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები არ აღიარებენ.