აღმოსავლეთ უკრაინისათვის დახმარება კიდევიდანაც ჩავა. კიევიდან, დნეპროპეტროვსკსა და ხარკოვიდან დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები გაემგზავრებიან. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამ სატვირთო მან მანქანების დანიშნულების ადგილი ლუგანსკის ოლქის ქალაქი სტარობელსკია, სადაც მას ყველა ნორმის დაცვით საერთაშორისო „წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მიიღებენ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ დახმარებას ამავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაარიგებენ.