საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებულ ,,ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის, საჩუქარი გადასცეს.
სიგელი მთავრობის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო.
,,ვაზიანი -2014" საველე სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელით კი პრემიერ-მინისტრს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქარი - დანა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქარი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები