ის პროცესი, რომელიც წამოვიწყეთ და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, მივა ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლეგ მელნიკოვის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენების კომენტირებისას. პრემიერი მიესალმება ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ
"ის პროცესი, რომელიც წამოვიწყეთ და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, მივა ბოლომდე. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული მოქალაქის მიმართ იქნება სამართლიანობა აღდგენილი. მე მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ობიექტურ გამოძიებასთან და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ გაიგოს სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელნიკოვზე შესაძლოა ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, პრემიერის განმარტებით, ეს არის ოპონენტების ბრალდება, რომელზეც კომენტარს არ გააკეთებს.
"სასჯელაღსრულების სისტემა და მთლიანი მთავრობა არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ, ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოში", - დასძინა პრემიერმა.