რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი პოლონეთსა და ბალტიისპირეთს დაბომბვით დაემუქრა, თუ ევროპა და ამერიკა რუსეთის მიმართ თავიანთ პოლიტიკას არ შეცვლიან და უკრაინას მოსკოვს არ დაუთმობენ.
ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებას კომენტარი გაუკეთა ლიტველმა პოლიტოლოგმა ლაურინას კაშიუნასმა.
„მას ამით იმის თქმა სურს, რომ ამიერიდან ევროპის უსაფრთხოების სისტემაში გადამწყვეტი ხმა რუსეთს ეკუთვნისო. ნატო ყველაფერს გააკეთებს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, რათა ისინი ბუფერულ ზონად კი არ იქცნენ, არამედ თავდაცვის სისტემის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ... სამწუხაროდ, საქართველოს ნაკლებად გაუმართლა. საქართველოს „მაპ"-ში ჩართვის იმედი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ვეტოს დადებაზე არაფორმალური უფლება მიიღო", - განაცხადა კაშიუნასმა.