მსოფლიოს უმსხვილესი, საყოფაცხოვრებო საქონლის უმსხვილესი მწარმოებელი, ამერიკული Procter & Gamble Co მზადაა რამდენიმე ბრენდზე თქვას უარი, რათა განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მიაღწიოს.
კომპანიის ხელმძღვანელმა ალან ლაფლიმ The Wall Street Journal -თან საუბრისას აღნიშნა, რომ P&G იძულებულია ფოკუსირება მოახდინოს, ის საკუთრებაში არსებულ 70 -80 სავაჭრო ნიშანზე და „მოიშორის" 100 ბრენდი.
იმ ბრენდების ჩამონათვალში , რომელსაც კომპანია დაიტოვებს არის სარეცხი ფხვნილი- Tide, Pampers, კოსმეტიკა Olay და საპარსი Gillette. ანუ კომპანია საკუთრებაში დაიტოვებს იმ ბრენდებს , რომელზეც მისი მოგების 90 % -ი მოდის.