აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდება. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ეს ადმინისტრაციის მცდელობაა, გადაარჩინოს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომელიც ისრაელმა უარყო.
წყაროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ახალი ლიდერი ხალილ ალ-ჰაია კუშნერსა და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელს კვირას, 16 აგვისტოს, ეგვიპტეში შეხვდება. კუშნერს ალ-ჰაიასთან მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შეხვედრა - წინა სამშვიდობო შეთანხმების განხილვისას, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლება მოხდა.
ამის შემდეგ, ორშაბათს, კუშნერი და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელი ისრაელში გაემგზავრებიან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებისთვის.