აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები პროვოკაციულს უწოდებენ აფხაზეთის სომხური საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივას, წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ-აფხაზური კრინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენის ფართო განხილვის დაწყების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამ ინიციატივას ხელს აწერენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე სპიკერი აფხაზეთის ე.წ. გმირი ვაგარშაკ კოსიანი, ე.წ. მეორე მოწვევის პარლამენტის ე.წ. დეპუტატი აფხაზეთის ე.წ. გმირი გალუსტ ტრაპიზონიანი, ე.წ. „ლეონის"ორდენის კავალერი კარაპეტ კარაგოზიანი და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი ასევე ე.წ. „ლეონის" ორდენის კავალერი ვალერი მაირომიანი.
აფხაზი ე.წ. პარლამენტარები აცხადებენ, რომ ამ საკითხის განხლვის დაწყყება მხოლოდ სომხეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ იქნება შესაძლებელი. მათივე აზრით, შესაძლებელი აფხაზეთის სომხურმა საზოგადოებამ მიმართოს სომხეთის ხელისუფლებას და მას აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვოს".
ამას გარდა, აფხაზი ე.წ. დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია არსებულ საინიციტივო მიმართვაში გამოყენებულმა ტერმინებმა, კერძოდ „ამიერკავკასიის ყოფილი რკინიგზის ქართულ-აფხაზურმა მონაკვეთმა".
„დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართვაზე ხელისმომწერი ყველა ადამიანი აფხაზი ხალხის სამამულო ომის (ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. 1992-1993 წწ. რედ ) მონაწილეა და მათ შეგნებულად არ უნდა გამოიყენონ ამგვარი ფორმულირებები, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას აკნინებს",_ წერს აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე სპიკერი აფხაზეთის ე.წ. გმირი ვაგარშაკ კოსიანი, ე.წ. მეორე მოწვევის პარლამენტის ე.წ. დეპუტატი აფხაზეთის ე.წ. გმირი გალუსტ ტრაპიზონიანი, ე.წ. „ლეონის"ორდენის კავალერი კარაპეტ კარაგოზიანი და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი ასევე ე.წ. „ლეონის" ორდენის კავალერი ვალერი მაირომიანი გამოვიდნენ წინადადებით დაიწყოს ფართო განხილვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე.
მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ევრაზიული ინტეგრაციის პროცესები დინამიურად ვითარდება. სომხეთმა საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი არსებით მოგებას მოუტანს როგორც ჩვენს თანამემამულეებს ასევე საბაჟო კავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოს. მივესალმებით სომხეთის არჩევანს, ვინაიდან ევრაზიული ინტეგრაციის კავკასიური ვექტორის განვითარება ზრდით აფხაზეთის შანსებს ამ სტრუქტურებში სუვერენულ სახელმწიფოდ შევიდეს",_ ნათქვამია მიმართვაში.
მათი თქმით, რკინიგზის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის გახსნა არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა.
„რკინიგზის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის გახსნა არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა, რომელიც სომხეთის საექსპორტო საქონელს რუსეთიკენ ოპტიმალური გზით წარმათავს, რუსეთი კი თავის მხრივ მყარ სატრანსპორტო დერეფანს მიიღებდა",_ ნათქვამია მიმართვაში.
„მოვუწოდებთ ყველას დაიწყოს ფართო და საყოველთაო დიალოგი ამ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატების მონაწილეობით, ვინაიდან თანამდებობაზე არჩევის შემდეგ აფხაზეთის არჩეულმა პრეზიდენტმა რკინიგზის ამ მონაკვეთის უსწრაფესი გახსნს ინიცირება მოახდინოს",_ ნათქვამია მიმართვაში.