საქართველოში ღორის გრიპის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ამჟერადაც იმპორტირებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსით ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაინფიცირებული, რომელთაგან ერთი ჰოლანდიიდან, მეორე კი ინგლისიდან ჩამოვიდა.
მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ავადმყოფები მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.