საფრანგეთის პოლიციამ ჰაკერი დააპატიმრა, რომელმაც ტვიტერის 7 მინი ბლოგში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ანგარიში გატეხა. ინფორმაცია ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ჰაკერი ამჟამად ქალაქ კლერმონ ფერანის მილიციის განყოფილებაში იმყოფება.
ჰაკერი 25 წლის უმუშევარი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერ ქროლის ფსევდონიმით მოქმედებდა. იგი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში ფრანგი სამართალდამცავებისა და "ეფ-ბე-ერ"-ის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. გასული წლის ივლისში "ეფ-ბე-ერ"-მა აცნობა თავის ფრანგ კოლეგებს, რომ ჰაკერი საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ჰაკერმა შეძლო გაეტეხა ადმინისტრაციული კოდები და პაროლები და ამით საკუთარი თავისთვის ტვილერში შესვლის უფლება მოიპოვა. ჰაკერს შეეძლო შეეცვალა ან გაეუქმებინა გამოქვეყნებული შეტყობინებები. პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კიბერშეტევებს ახორციელებდა სოციალურ ქსელ "ფეისბუკსა" და ინტერნეტ კომპანია "გუგლის" ელექტრონულ საფოსტო ყუთებზე.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ჰაკერი თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, სულაც არ ცდილობდა აქედან რაიმე ფინანსური სარგებლის ნახვას, თუმცა აქამდე იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო როგორც ინტერნეტში თაღლითური მაქინაციების ჩამდენი ადამიანი, რომელმაც ამ მაქინაციებით 15 ათასი ევრო მიისაკუთრა.
ტვილერის ქსელის ადმინისტრაციული კოდების გატეხვის შედეგად ჰაკერს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო შეეცვალა, წაეშალა ტექსტები ან მათი კორექტირება მოეხდინა. ამის შედეგად მან შექმნა თავისი პირადი ბლოგი, რომელშიც ყველა თავის ახალ "აღმოჩენას" აღწერდა.