აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა კონგრესს მიმართა თხოვნით, ჰაიტიზე დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით 2,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს. შესაბამისი წერილი ობამამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკვე გაუგზავნა. აღნიშნული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაგზავნა აშშ-ის იმ სამინისტროებსა და უწყებებში იგეგმება, რომლებიც ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ აღდგენით სამუშაოზე გამოყოფილი დამატებითი სახსრის ოდენობა ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აშშ-მ უკვე გამოყო 700 მილიონ დოლარზე მეტი თანხა დახმარებისთვის, იმ მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელმაც სულ მცირე 217 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.