უკრაინაში, პოლტავაში მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი" აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის იქ დიდი ხანძარია, რომლის ლიკვიდაციასაც სამაშველო სამსახური ცდილობს. ეს გაზსადენი რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტს ახორციელებს.
უკრაინული მედის ინფორმაციით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ალის სიმაღლე 230 მეტრს აღწევს. ტემპერატურული გავლენა კი 1 კილომეტრის რადიუსში იგრძნობა.
უკრაინის შს სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მაშინ დაიწყება, როდესაც ხანძარს ჩააქრობენ.
მასალის გამოყენების პირობები