აშშ-ს ხელისუფლებამ შვეიცარიაში ორი უიგური გააგზავნა, რომლებიც გუანტანამოს სამხედრო ციხეში იხდიდნენ სასჯელს. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა. დაკავებულების ვინაობა კონფიდენციალურობის მოსაზრებებით არ ხმაურდება, თუმცა ადრე ობამას ადმინისტრაცია აცხადებდა იმის შესახებ, რომ შვეიცარიული მხარე მზად არის თავისთან მიიღოს ჩინური წარმოშობის ორი მუსულმანი ძმა - არკინ მაჰმუდი და ბაჰკიარა მაჰნუტი.
ამჟამად გუანტანამოს ციხეში 180 მსჯავრდებული რჩება. მათ შორის ხუთი უიგური. 2002 წლიდან დაწყებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გუანტანამოდან 570 პატიმარი გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ გუანტანამოს ორი პატიმარი საქართველოშიც იქნა გადმოყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები