მსოფლიოში ცნობილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზი ხანგრძლივვადიანი რემონტისათვის იხურება. ბოლო სხდომა დარბაზში უკვე ჩატარდა და იგი ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.
რემონტის დროის განმავლობაში რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება გაეროს უშიშროების საბჭოს ნიუ-იორკში მდებარე გაეროს შტაბ-ბინის სარდაფში სხდომების ჩასატარებლად ერთ-ერთი დარბაზი გამოეყოფა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზის ახლანდელი ინტერიერი ნორვეგიას ეკუთვნის. დიზაინი ნორვეგიელი არქიტექტორის არსტეინ არნებერგის მიერაა შექმნილი. დარბაზის გაფორმებითი სამუშაოები 1952 წელს დასრულდა. მას შემდეგ იქ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ტარდებოდა. სავარაუდოდ, გაეროს უშიშროების საბჭო თავის ახალ დარბაზში 2012 წელს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები