ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიანიმ ნეთანიაჰუმ და აშშ-ს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯორჯ მიჩელმა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს უკმაყოფილება ისრაელის ახლახანს მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს.
ბენიანიმ ნეთანიაჰუმ აშშ-ში ყოფნისას პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ვიცე პრესიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა და თითოეულ მათგანთან მოლაპარაკება გამართა. ნეთანიაჰუ ვაშინგტონის დატოვებას სამშაბათს აპირებდა, მაგრამ მისი ვიზიტი ერთი თვით გაგრძელდა იმის გამო, რომ მას ობამას მრჩეველთან ჯორჯ მიჩელთან პალესტინა ისრაელის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე მოლაპარაკება ეწარმოებინა.
აშშ-მ ისრაელის განზრახვა აღმოსავლეთ იერუსალიმში სახლების მშენებლობის შესახებ შეურაცხყოფად მიიღო. ებრაული კვარტლების მშენებლობა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო და განაცხადა, რომ ყოველივე ეს ახლო აღმოსავლეთის დარეგულირებას ხელს უშლის.
ამის მიუხედავად გასულ კვირას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიუხედავად უთანხმოებისა, ისრაელი აშშ-ს "უახლოესი მოკავშირეა". ამავდროულად ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ისრაელი იერუსალიმში სახლებს სამი ათასი წლის წინაც აშენებდა და ამ მშენებლობას ახლაც გააგრძელებს. მათ შორის ქალაქის არაბულ ნაწილშიც კი.
ებრაული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ისრაელისაგან აღნიშნული მშენებლობების შესახებ წერილობით ახსნა-განმარტებებს ელის. ამის მიუხედავად, ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ისრაელი არათუ უარს აცხადებს თავის გეგმებზე მშენებლობის შესახებ, არამედ აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებით 200 ახალი ბინის აშენებას აპირებს. ექსპერტების მოლოდინით აშშ-ს რეაქცია ისრაელის ამ ახალ გეგმებზე კიდევ უფრო მწვავე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები