რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პიერ მორელის (ევროკავშირი), ანტი ტურუნენის (გაერო), ბულატ ნურგალიევისა (ეუთო) და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს საუბრის ძირითადი მიზანი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული სიტუაციის განხილვა იყო.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული სიტუაციის გარდა, თანათავმჯდომარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორგი, მეათე რაუნდის მომზადების საკითხებზეც იმსჯელეს, რომელიც მიმდინარე წლის 30 მარტს უნდა გაიმართოს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.