საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ქართული მხარე ევროკავშირს სთხოვს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთან მიმართებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყოს. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განმარტა აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრაზე დააყენებს.
,,შტეფან ფულეს, საქართველოში ვიზიტი შედგება. იგი ჩამოვა ხვალ დილას. ევროპული პერსპექტივა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ფულესთან შეხვედრაზე გავაჟღერებთ. საქართველო ევროკავშირს სთხოვს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყოს, თუ შესაძლებელი იქნება ასოცირების ხელშეკრულებაში ან სხვა გზით", _განაცხადა მაია ფანჯიკიძე.