ვეტერანი-ავღანელები, რომლებიც კიევში ევრომაიდანზე განართულ აქციებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ აცხადებენ, რომ ისინი გადამწყვეტად არიან განწყობილნი და ბოლომდე ხალხის გვერდით დარჩებიან. განცხადება ამის შესახებ მაიდანის ვეტერან -ავღანელების წარმომადგენელმა იგორ ივჟენკომ გააკეთა.
„მაიდანს აქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ახლა ყველას აერთიანებს - ეს სისტემის სრული გადატვირთვაა. მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზეა დამოკიდებული თუ როდის მოხდება ეს. და იქნება თუ არა ეს პროცესი მშვიდობიანი, თუ კვლავ ძალადობის ტალღა დაგაუვლის მას პოლიტიკოსების უმოქმედობის გამო.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ აქ, მაიდანზე, უკრაინელი ხალხის გვერდით დავრჩებით",- განაცხადა ივჟენკომ და აღნიშნა, რომ ის არავის ურჩევს მაიდანი ძალით დაშალოს.
„რა თქმა უნდა შეიძლება მაიდანი დაშალონ, მაგრამ მოდით ჯერ სცადონ. ეს მხოლოდ იქამდე მივა, რომ პოლიტიკოსების ხმას უკვე ვერავინ გაიგონებს და სადავეებს ხელში საველე მეთაურები აიღებენ. აი მაშინ კი უკვე ძალადოს ტალღას ვერავინ შეაჩერებს", _ აცხადებს ვეტერანი-ავღანელი.