სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის გარეშე ჩაივლის. ოფიციალურ მიზეზად კადიროვის მოუცლელობა სახელდება. მან თავად განაცხადა, რომ „დრო არ აქვს".
„დრო ცოტაა იმისათვის, რომ ჩვენი სპორტსმენების მხარდასაჭერად ტრიბუნებიდან ვიყვიროთ. კაბინეტში ვუგულშემატკივრებ თუ დროს გამოვნახავ, ან სახლში სავარძელში", _ აცხადებს კადიროვი.