დღეს სირიის ქალაქ ჰომსიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. სირიის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეთა ევაკუაცია ქალაქის ისტორიული ნაწილიდან განხორციელდება, სადაც გამაგრებულნი არიან "ბოევიკები". ისინი მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად" იყენებენ.
ამ რაიონში ასევე იგეგმება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.
შეგახსენებთ, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა. ადგილობრივი მოსახლეობა გახსნილი ცეცხლისა და შიმშილის შედეგად მასობრივად იხოცება.
მასალის გამოყენების პირობები