ევრომაიდანის შტაბში ასაფეთქებელი შეაგდეს. დაჭრილია ერთი აქტივისტი. ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰქონდა წარწერა „წამალი".
ნაციონალური წინააღმდეგობის შტაბში მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მაშინ აფეთქდა, როდესაც მისი გახსნა სცადეს. აფეთქების შედეგად ერთ ერთ აქტივისტს ხელი მტევანი მოწყდა. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება.
ჯერ ჯერობით დაუდგენელია თუ კონკრეტულად რა ნივთიერება აფეთქდა შტაბში.
მასალის გამოყენების პირობები