უკრაინის პატრიარქი ფილარეტი აშშ-სა და ევროკავშირს მოუწოდებს უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისათვის, დაეხმარონ მას რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და აღმოუჩინონ ფინანსური დახმარება. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა" ავრცელებს.
განცხადება ამის შესახებ უკრაინის პატრიარქმა ვაშინგტონში გააკეთა. აშშ-ში პარტიარქი უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია.
აშშ-ს მთავრობა და ევროკავშირი მუშაობენ დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ახალ მთავრობას უკრაინაში შექმნილი კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარება და არ დაუშვებს მის გაღრმავებას.