აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები „მაუნტ უიტნი" და „ტეილორი" შავი ზღვის აკვატორიაში შევიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურეს პენტაგონშიც და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ შტაბშიც.
აშშ-ს ფლოტის მთავარი ამოცანაა მზად იყვნენ ჩრდილოკავკასიელი „ბოევიკების" შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. კერძოდ, მათ ამოცანას ასევე შეადგენს აშშ-სა და სხვა მოქალაქეების ევაკუაცია.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით გემები უცხო ქვეყნების პორტებში შევლენ და ეკიპაჟების დამატებით წვრთნას განახორციელებენ.
საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად იმ სახელმწიფოების გემები, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი შავ ზღვაზე, მშვიდობიანობის დროს შესაძლოა მის აკვატორიაში მხოლოდ 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები