რუსეთმა, სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერიოდში ყველას „ოლიმპიური ზავის" გამოცხადებისკენ" მოუწოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა ეს მოწოდება სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ეხება.
„რუსეთის ფედერაცია, როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი, დაჟინებით მოუწოდებს ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეს, განურჩევლად ქვეყნებისა და კონტინენტისა, გამოაცხადონ ამ დროის განმავლობაში „ოლიმპიური ზავი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ „უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოწოდება სირიაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის მონაწილეებს ეხება".