უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშჩენკო ფრაქცია „ბატკივშინასგან" მოითხოვს უარი თქვან 2004 წლის კონსტიტუციაზე დაბრუნებაზე. შესაბამისი წერილი ფრაქციის სხდომაზე ექს-პრემიერის დამცველმა სერგეი ვლასენკომ წაიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან ერთად, ტიმოშჩენკო მოითხოვს გამოსვლას ყველა მოლაპარაკებიდან რომელსაც იანუკოვიჩთან აწარმოებენ და არ დასთანხმდნენ მთავრობის არც ერთ კონფიგურაციას.
წყაროს ინფორმაციით, ტიმოშჩენკომ ასევე მოითხოვა მისი წერილის შინაარსი პრესისათვის არ გაეცნოთ.
ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა დეპუტატმა ვიქტრ ბალოგამ.
მისი ინფორმაციით, ტიმოშჩენკო ითხოვს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადონ.
მასალის გამოყენების პირობები