პარტია „უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენთან მოლაპარაკებებზე წავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან იანუკოვიჩთან მოლაპარაკებაზე 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნება უნდა განიხილოს.
მანამდე კლიჩკომ კონსულტაციები ფრაქციების ლიდერებთან და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან გაიარა.
რადაში კონსულტაციებამდე კლიჩკო ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას იმ შემთხვევაში მოითხოვდა თუ პარლამენტში ვერ მიაღწევდა თანხმობას 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების შესახებ.
„თუ ჩვენ პარლამენტში საერთო პოზიცია ვერ ვნახეთ მე მაშინ მოვითხოვ შეხვედრას ადამიანთან, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას და აქვს აბსოლუტური ხელისუფლება - იანუკოვიჩთან",_ აცხადებდა კლიჩკო.