უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ვიტალი კლიჩკოს ძმა მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო „Associated Press"-თან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას, ხოლო სიტუაცია ქვეყანაში შესაძლოა დიქტატურამდე მივიდეს.
„უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება და კონფლიქტის მსხვერპლი შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი გახდეს. ჩვენთან არსებული პრობლემების გადაზრდა სამოქალაქო ომში შესაძლებელია, დაიღუპება ბევრი ხალხი. ჩვენ დავკარგავთ უკრაინას და იქ დიქტატურა დამყარდება",_ აცხადებს კლიჩკო და აღნიშნავს, რომ ის ძალიან ღელავს ყოველივე ამის გამო, „მათ შორის ჩემს ძმაზეც ვიტალი კლიჩკოზეც ვღელავ".
„ეს ხუმრობა არ არის. სიტუაცია შესაძლოა კონტროლიდან ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. ახლა ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია", _ განაცხადა ვადიმერ კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციები უკვე ორ თვეზე მეტხანს გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები