საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ფარცხალაძის პროკურორობის ხანმოკლე პერიოდში მთავარ პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმე გააქტიურდა. როგორც ძიძიგურმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მის გააქტიურებას უკავშირდება უგულავას უფლებების შეწყვეტა.
"ფარცხალაძის საქმიანობის ხანმოკლე პერიოდში ძალიან ბევრი საქმე გააქტიურდა. ფარცხალაძეს უკავშირდება გიგი უგულავას უფლებამოსილების შეწყვეტა, ვინაიდან მის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ წარადგინა ახალი მტკიცებულებები და სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ის რომ შურისძიება იყო ფარცხალაძეზე ამის დადასტურება მარტივად შეიძლება. მის ნასამართლეობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დიპლომატიური კოროპუსისისთვის ინფორმაცია მიწოდებული ჰქონდათ 10 დღით ადრე ვიდრე ამაზე თავად გააკეთებდნენ განცხადებას. ეს ინფორმაცია კი გააჟღერეს მას შემდეგ რაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უგულავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ", - აცხადებს ძიძიგური და დასძენს რომ ფარცხალაძემ გადადგომით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ფარცხალაძემ როდესაც მას არავითარი პრობლემა სამართლებრივი თვალსაზრისით არ ჰქონდა რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო. ფაქტიურად მთელი ფრონტი გაიმართა მის წინააღმდეგ. ისეთი არასამათავრობო ორაგანიზაციებისც კი როგორებიც არიან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები რომლებიც კანონის დარღვევაზე ლაპარაკობდნენ საუბრობდნენ მის მორალურ პასუხისმგებლობაზე. მიუხედავად იმისა რომ კანონთან მას არავითარი პრობლემა არ ჰქონდა სწორი და ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ პოლიტიკური კოალიცია ამ საკითხს არ დავაყენებდით, რადგანაც ჩვენთვის სახეზე იყო რომ რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შანტაჟს მცდელობა", - აცხადებს ძიძიგური.