თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეს ეხმაურება. როგორც უგულავა Facebook-ის გვერდზე წერს, მაცხოვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, სივრცეს და ამქვეყნიურ შეზღუდვებს. მისი განცხადებით, ადამიანს და ოჯახს ვერანაირი ეპისტოლე ვერ წაართმევს ღმერთის წყალობას.
"ბეთლემი, სადაც მაცხოვარი იშვა, ასევე ნაზარეთი - სადაც აღიზარდა, ძველ იუდეაში ყველაზე მიუვალი, თანამედროვე ჟარგონი რომ მოვიშველიოთ, ყველაზე "ბანძი" ადგილები იყო. ისეთი, რომ სახარებაში ერთ-ერთი ფარისეველი ამბობს: "ნუთუ შესაძლებელ არს ნაზარეთით რაიმე კეთილისა ყოფაი". ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ მაცხოვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, სივრცეს და ამქვეყნიურ შეზღუდვებს. ის, რომ ადამიანს დღეს აქვს საშუალება იყოლიოს შვილი, სწორედ ბეთლემში დაბადებული ღვთის წყალობაა. მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირი ეპისტოლე ადამიანს, ოჯახს, ვერ წაართმევს მაცხოვრის ამ წყალობას. ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები