არსებობს კონკრეტული წრე ვისგანაც შესაძლებელია მას [დეკანოზ გიორგი მამალაძეს] შეეძინა როგორც ციანიდი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა დამატებით ინფორმაციის მოწოდებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები წარად...
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების ...
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველო...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016 - 2017 წლებში, ყალბი ...
ლეგენდარული როკ-ჯგუფ Queen-ის წევრს, ფრედი მერკურს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა. ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი და გიტარისტი 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა და 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფ...
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი გერმანიის ქალაქ კელში INSPIRE-ის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კონფერენციაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლ...
დემირელის სახელობის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებას დღეს განათლების სამინისტროსთან სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და კურსდამთავრებულები გააპროტესტებენ. მათი თქმით, მართალია, სასწავლებელს ავტორიზაცია გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოტივით შეუჩერეს, თუმცა გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თურქეთის მოთხოვნებს და მუ...
უზბეკეთში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ 5 სექტემბერის მონაცემებით, ერთი დოლარი - 8100 სუმი ღირს, რაც გასულ კვირასთან შედარებით 2 ჯერ მეტია. 7 დღის წინ უზბეკეთის ბაკნებში ერთი დოლარის ყიდვა 4200 სუმად იყო შესაძლებე...
ჩრდილოეთ კორეისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერენ მხარს გერმანიის კანცლერი და აშშ პრეზიდენტი. ბოლო დროს ჩრდილეოთ კორეაში განვითარებულ მოვლენებზე დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მზად არის დამატებითი სანქციების ინიციატივით გამ...
საქართველოს პარლამენტის წევრთა ქცევა „ეთიკის კოდექსით“ გაკონტროლდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საზოგადოებრივთან საუბარში აცხადებს, რომ „ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია, რომელიც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც...
სირიის სახელისუფლო ძალები ქალაქ დეირალ-ზურს უახლოვდებიან. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სამთავრობო ძალები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქიდან სამ კილომეტრში იმყოფებიან. დამასკოში აცხადებენ, რომ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წინააღმდეგ ...
ლოს ანჯელესის ჩრდილოეთით ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობას სტიქიის ზონაში 1000-მდე მეხანძრე 4 დღე ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი კერების გაჩენის საფრთხე აღარ არსებობს. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 3200 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.
ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა შეწყდეს. ამის შესახებ ევროკომისის სპიკერმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგარიტის შინასის თქმით, თურქმა ხალხმა უნდა გაანალიზოს, რომ მათი მთავრობა ამ შესაძლებლობას უსპობს. შინასმა საჯარო კომენტარი გერმა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო შავნაბადას მთაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ,,ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და...