15 წლის ამერიკელმა მოზარდმა ახალი რეკორდი დაამყარა. პატრიკ პონსმა რუბიკის კუბი 4 წუთსა და 6 წამში ააწყო. წინა რეკორდი ავსტრალიელ ფელიქს ზემდეგს ეკუთვნის, რომელმაც მექანიკური თავსატეხი 4 წუთსა და 7 წამში ამოხსნა. რუბიკის კუბის აწყობის ჩემპიონატი მსოფლიოში რეგულარულად იმართება.
სასტუმრო “რედისონში“, ბიზნეს ფორუმი „აჭარა-მოგილოვი“ მიმდინარეობს. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მოგილოვის ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმერ დომანევსკი ოფიციალური დელეგაციის წევრებთან და კერძო სექტორის ...
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი ნორვეგიაში ცხოვრობს. ახალი რეიტინგი ბრიტანულმა გამოცემამ სპექტეიტორმა გამოაქვეყნა. მეორე ადგილს რეიტინგში დანია იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ისლანდიაა. შეერთებული შტატები ბედნიერი ქვეყნების სიაში მე-14 პოზიციაზე მოხვდა, ბრიტანეთი კი რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.
"დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" თბილისიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან კაზინოების გადატანას მოითხოვს. პარტიამ აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთრ გვერდზე ამ საკითხზე ონლაინ-პეტიციაც განათავსა, რათა მოქალაქეებმაც შეძლონ მოთხოვნას შეუერთდნენ. მოძრაობის ლიდერები კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფ...
შესაბამისი აუდიო ჩანაწერებიც არსებობს, ის [დეკანოზი გიორგი მამალაძე] ამ ჩანაწერში კონკრეტულ პირს ესაუბრება და ამბობს რომ მისი გერმანიაში გამგზავრება არავისთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუც...
კენიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნებში კვლავ ძველი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კენიის უმაღლესმა სასამართლომ, ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ გადაწყვეტილება საა...
ბრაზილიის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებმა ნარკოკარტელის 80-მდე წევრი დააკავეს, რომლებიც ევროპაში 6 ტონა კოკაინის გადატანას ცდილობდნენ. ნარკორეალიზატორები ტრანზიტისთვის სან-პაულოს პორტს იყენებდნენ. ოპერაციაში 800 პოლიციელი მონაწილეობდა.
მამაოს გავამხნევებდი და ვეტყოდი, რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, - ამის შესახებ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა, დედა თამარმა განაცხადა, რითაც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა...
მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება სარეზოლუცია-სამოტივაციო ნაწილი, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ისინი...
რუსეთის პრეზიდენტმა „ბრიქსის“ სამიტზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე, იმედგაცრუებულია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა. „ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, არც მე ვარ მისი საცოლე, არც საქმრო. ჩვენ სახელმწიფო საქმია...
მორიგი ინციდენტი ფილადელფიაში. გვიან ღამით წვეულებიდან გამოსული ხალხის მასაში ავტომანქანა შეიჭრა. შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მანქანის მძღოლი ქალი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დაკავებულის ჩვენებით, მას მუხრუჭებმა უმტყუვნა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროცესიდან გამოსულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქმეს ძალიან მალე წაიღებენ სტრასბურგის სასამართლოში."კანონი გვავალდებულებს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ სააპელაციო...
რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის კრიზისს გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება პუტინმა ბრიქსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რუსეთი ფხენიანის ესპერიმენტებს გმობს და რა თქმა უნდა, პროვოკაციად აფასებს, მაგრამ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. ისინი ბალახს შეჭამენ და თავიანთ ბირთვულ...
რუსეთის მოსახლეობის 49 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანამ სირიაში სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტოს. სოციოლოგიური გამოკითხვალევადა ცენტრმა ჩაატარა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სირიაში კიდევ 2 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამხედრო კოლონაზე ისლამისტებმა იერიში დეიზ-ეზ-ზორის რაიონში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირ...
კახეთში ხანძარს სამ ადგილას - ართანასთან, შილდასთან და ხახაბოსთან ებრძვიან. სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ავიაცია. ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებს, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს ძლიერი დაკვამლიანება ართულებს. ადგილზე მუშაობს ორი ირანული და ერთი ქართული ვერტმფრენი. რაც შეეხება შილდას, ამჟამი...