დათო გორგილაძის გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა მომავალი წლიდან პირველი არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". გადაცემის წამყვანის, დავით გორგილაძის ინფორმაციით, არხმა მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა. რადიო თავისუფლების ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას...
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. თსუ ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყ...
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვე...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიულოცა. „ჩემო ძვირფასებო, ჩემო დებო და ძმებო, საქართველოს, ქართველ ...
გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენს საერთო გამარჯვებას, ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება, სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა თავისუფლების მოედანზე, სადაც...
სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შარლ მიშ...
გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც...
იშვიათი და უდიდესი პატივია ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს, გილოცავ, საქართველო, მდიდარო მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენკაცებით, მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის, შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო, გილოცავ დღევანდელ დღეს, ამის შესახებ პარლამენტ...
ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო. პირველ რიგშ...
„თეგეტა მოტორსმა“, ზამთრის დადგომასთან ერთად, ახალი კრეატიული პრინტ სერია შექმნა, რომელიც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ყველა მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს. „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებულ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამო...
დღეს არის დიდი ზეიმი, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სახალხო საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ...
15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი პოეტი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "პეივ ჯორჯიაზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშე...
მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,...
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუსულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღმართა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ...