უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა, - ამის შესახებ აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი სამიზნე იქნება „საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება“.
„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა ერთობლივად. პირველი: ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი ხმა 5%-ს ქვემოთ არ დაიკარგოს. მეორე: 8 ივლისამდე საბოლოო კონფიგურაციებზე ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე: ყველაფერს გავაკეთებთ ხმის დაცვისთვის, ემიგრანტების მონაწილეობისთვის. აქ ორგანიზებულად ვიმუშავებთ. მეოთხე: ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, მთავარი სამიზნე იქნება საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება. მეხუთე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
აქ, ჩვენს გვერდით არიან ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ამ დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.