ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
"ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის. გზა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას!" - წერს ლაეიენი X-ზე.
ევროკავშირი დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებები ლუქსემბურგში, ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება.