ჯონ ბასის განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ის საქართველოს ხელისუფლებასთან ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკულად შეწყვეტილი აქვს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„საქართველოს ძალიან კარგად მცოდნეები, ექსპერტები, როგორიცაა ბასი, რომელიც საქართველოში მუშაობდა, თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყანა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, შტატებს შეწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლებელია ძალიან სერიოზულად გადახედოს საქართველოსთან პარტნიორობას, რაც საფრთხის ქვეშ აგდებს საქართველოს გეოსტრატეგიულ ვითარებას. საქართველო რჩება მარტო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, რუსეთთან და ჩინეთთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი.