ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა" აცხადებს კომპანია.
ცენტრალური მაგისტრალურ მილსადენზე დაზიანების გამო, 16 ივნისიდან თბილისის ნაწილს და მცხეთას წყალი არ მიეწოდებოდა. მოქმედებდა გრაფიკი. წყლის ეტაპობრივი აღდგენა გუშინ დაიწყო.