„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ანტიდასავლური კურსი აქვს და ამის შესაბამისად იქცევა. მისივე თქმით, მთავრობა ახლა პრორუსულ მიმართულებას აძლიერებს. ...
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა, დასავლეთის საკმარისი და დროული დახმარების პირობებში, შესაძლოა, 2023 წელს დაიბრუნოს. ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი მოწმობს უკრაინისადმი დასავლეთის მხარ...
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კვლევის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომო...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება, აშშ-სთან ორმხრივმა თანამშრომლობამ კი ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. „სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება მსოფლიო წესრიგის ბედი, რომელიც ეფუძნება წესებს,...
სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებაც პარლამენტში "ხალხის ძალამ" მოახდინა. ორგანიზაციების განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირ...
მედიის ცნობით, თურქეთის ჰათაის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაუღპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მანამდე ტელეარხი TRT 4 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 300-მდე დაშავებულის ადამიანი. ასევე BBC ჰათაის პროვინციის ადგილობრივ ხელისუფლებ...
უკრაინის დედაქალაქ კიევში ისტორიული და მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა. ბაიდენი თავდაპირველად პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა. ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავს თავის პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთა...
21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. 102 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა, საბჭოთა ოკუპაციამდე 4 დღით ადრე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებ...
თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20...
აშშ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთს შეუძლია ომის დღესვე დასრულება, ვიდრე ის ამას გააკეთებს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენ ხანსაც საჭირო ...
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა. 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჰათაი ერთ-ერთი პროვ...
სააკაშვილისა და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სული ამერიკელებს მიჰყიდა, ბაიდენის დღევანდელი კადრების ხილვისას მის ქვეშევრდომ ზელენსკისთან კიევში, არ დაგავიწყდეთ სხვა ამერიკული პროექტების ბედი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამარ...
"ქართული ოცნების "აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფრაქცია "ქართული ოცნება" ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მხარს დაუჭერს. "ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შ...
დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III უკრაინელ სამხედრო ახალწვეულებთან იმყოფებოდა, რომლებიც ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ Express იუწყება ჩარლზი გენერალური შტაბის უფროს გენერალ სერ პატრიკ სანდერსთან ერთად, ასევე შეხვდა სხვა საერთაშორისო სამხედრო პერსონალს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებთა...