საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ბლეფია, თითქოს „ახლები“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ახალი გუნდი და პლატფორმა არიან, რასაც ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ.
„გირჩი – ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერპროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია. ამას ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ათი კაცი გავაჩეროთ, ვკითხოთ, გვარამია და მელია ასოცირდებიან ახალ სახესთან თუ „ნაცებთან“, „გირჩი – ჩახდილი“ ჯაფარა ასოცირდება „ნაცებთან“ თუ ახალ სახესთან, ისევე როგორც ხოშტარია ასოცირდება „ნაცებთან“ და რუსებთან თუ ახალ სახესთან? მგონი, დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ. რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა ხაბემ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები, რა ხარ?!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ.