რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეალურად არის რუსეთის მსახურებაში ქვედანაყოფი.
რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ გარე ძალებს სურთ ქვეყანაში რაღაც არეულობის შემოტანა, ხელისუფლების შეცვლა , რომ ოპოზიცია წარმოადგენს გარე ძალების ინტერესებს, არა ქართველი ხალხის და ახლა ვხედავთ, რომ ეს გზავნილები არის დაწერილი სწორედ რუსეთის შესაბამის სამსახურებში და ერთი და იგივე ავტორები ჰყავს ყველა ამ პროპაგანდისტულ გზავნილს, იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად, არ არის საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს არის, რეალურად, რუსეთის მსახურებაში მყოფი რუსული ხელისუფლების ქვედანაყოფი, - ამბობს სამადაშვილი.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.