რადიკალურ ოპოზიციას თემის წამოწევაში ეხმარებიან - ამის შესახებ „ქართული ოცნების:“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებასთნ დაკავშირებით თქვა.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არ აინტერესებს.
„როგორ უყურებთ რუსეთის ეფ ეს ბე-ს დაზვერვის ინფორმაციებს და მედიებს? ჩვენ არ ვუყურებთ, არც მაინტერესებს. რა ინტერესი გაქვთ, რომ დადებული არ აქვთ, თქვენ უკვე იცით ეს ყველაფერი? არაფერი, ისინი ეხმარებიან რადიკალურ ოპოზიციას, ამ მარგინალებს თემის წამოწევაში. მე არ მაინტერესებს, არც ვიცი, რა საიტზე უნდა ვნახო და თქვენ ზეპირად იცით, განცხადება არ აქვთ გაკეთებული და თქვენ უკვე კითხვები გაქვთ. ასე რომ, არ მაინტერესებს ეს თემა, - თქვა ზარქუამ.