ხვალ, 23 მარტს, იაპონიაში ცნობილი კინორეჟისორის, აკირა კუროსავას იუბილეს აღნიშნავენ. იაპონური კინოს კლასიკოსის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. აკირა კუროსავა 1910 წლის 23 მარტს ტოკიოში დაიბადა. აკირას მამა ძველი სამურაების გვარიდან იყო. მამის გავლენით იგი სკოლიდან დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებით, კერძოდ კენდოთი. თუმცა მის საყ...
23 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისია გამართავს პრესკონფერენციას ადვოკატთა უფლებების დაცვის და ადვოკატთა უკანონოდ დაკავების გახმაურებული საქმეების შესახებ. კომისიამ შეადგინა ანკეტა-კითხვარი, რომელიც გაეგზავნება ყველა ადვოკატს შესავვებად. Eეს შესაძლებელს გახდის ...
რესპუბლიკურმა პარტიამ ახალგორიდან დევნილების უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალგორიდან დევნილ 1400-ზე მეტ მოქალაქეს ამ დრომდე არ მიუღია სახელმწიფოსგან დაპირებული კომპენსაცია და დევ...
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დედოფლისწყაროში მეცხვარეებსა და ექსპორტიორებს შეხვდა და სექტორში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კვეზერელის განმარტებით, ქართულ ცხვარს საექსპორტო ბაზრებზე დიდი პოტენციალი გაჩნია. მისი თქმით, ქართული ცხვრის იმპორტით ყატარიც დაინტერესდა, სადაც საქართველოს...
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აფხაზეთში დამატებითი რუსული შეიარაღების შეტანასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15-16 მარტს, გუდაუთის სამხედრო რუსულ ბაზაზე დამატებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკა შეიტანეს, აქედან 8 - თანამედროვე, მოდერნიზებული, ე.წ. ბეტეერის ტ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ქობულეთის რაიონს სტუმრობდა, სადაც შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. ხაჩიძის განცხადებით, ქალაქ ქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს დაზიანებული აქვს საძირკველი, რის შედეგადაც ს...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება სპორტსმენის ბრალეულობის გამო არ მომხდარა. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საუბრის ძირითადი თე...
პარლამენტი გია თორთლაძის კანონპროექტის, "თავისუფლების ქარტიის" განხილვას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გაცხადდა, რაც თორთლაძემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი რომ მისი ინიციატივის განხილვის დაწყება გვიანდება. "არ ვიცი ამ ინიციატივის უგულვებელ...
თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროექტში "მომავალი შენია" გამარჯვებულ მოსწავლეებს კომპიუტერები, სხვა ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. საზეიმო ვითარებაში მოსწავლეებს საჩუქრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "წამის" პრეზიდ...
პოლიტიკური უმცირესობა ოპოზიციური კოორდინაციის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით დღეს გამართულ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" მიიღეს. ლიდერები უკვე იმაზედაც შეთანხმდნენ, რომ ოპოზიციური კოორდინაციის სამუშაო ჯგუფს გოგა ხაინდრავა უხელმძღვანელებს. ...
ხვალ, 23 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. საბჭოზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი გამართავს პრეზენტაციას ოფიციალური სტატისტიკის შესახებ. ასევე განიხილება საქსტატის მიერ წარმოებული საჯარო და გასაყიდი სტატისტიკური ინფორმაციის ჩამონათვა...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტით დაინტერესებას რუსი, თურქი და იორდანელი ბიზნესმენები გამოხატავენ. მისივე თქმით, მოსკოვში მისი ახლანდელი ვიზიტის დროს მას შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობაში, უშიშროების საბჭოში და...
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი ჯერ ჯერობით მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისთვისაა მომგებიანი, ხოლო რუსეთისათვის ამ საკითხს არავითარი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს. "ჩვენ რკინიგზა გვჭირდება და ორი აზრი ამაში არ არსებობს. თუ...
"ქრისტიან დემოკრატები" პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვენ გაძლიერდეს პარლამენტის როლი მთავრობასთან მიმართებაში. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ამ მოთხოვნის არგუმენტად კი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საკუ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 18 მარტის ბრძანებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იგი ამავდროულად რჩება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. გიორგი ვაშაძე და...