"ქრისტიან დემოკრატები" პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვენ გაძლიერდეს პარლამენტის როლი მთავრობასთან მიმართებაში. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ამ მოთხოვნის არგუმენტად კი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საკუთარ მოვალეობას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით სათანადოდ არ ასრულებს.
"ჩვენ მივწერეთ რამდენიმე წერილი მინისტრებს და მიუხედავად იმისა, რომ პასუხის გაცემის ყველანაირი ვადა ამოიწურა, დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მით უმეტეს ეს ეხება სოციალურ საკითხებს და აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის" - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან იგი აღნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციისადმი დამოკიდებულება, ეს არის ტენდენცია მთავრობისა პარლამენტისადმი და ითხოვს ორმ პარლამენტის თავმჯდომარემ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს და მთავრობას შეახსენოს რომ ანგარიშვალდებულია პარალმენტის წინაშე.
ბაქრაძის განცხადებით კი აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი სხდომის ჩატერბას გეგმავს, სადაც განხილული იქნება სოციალური საკითხები და ქრისტიან დემოკრატებს შეეძლებათ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.