პოლონეთიდან ქართველების მომდევნო დეპორტაცია 10 თებერვალს განხორციელდება. დეპორტაციის შედეგად პოლონეთს 20-მდე ქართველი დატოვებს. დეპორტირებულები საქართველოში ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან. პოლონეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქე იმყოფება და თითოეულ მათგანს ...
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა. იაკობაშვილი ხვალ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სტრატეგიას წარუდგენს. სტრატეგიის პრეზენტაციის შემდგომ დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება....
დღეს, 2 თებერვალს, 11:00 საათზე საზოგადოებრივი დამცველის ოფისში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მემორანდუმს გააფორმებენ. ‘'არასამთავრობო ორგანიზაციები ვაცხადებთ მაქსიმალურ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ არჩევნ...
დღეს, 2 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ინიციატივებსა და 2010 წლის სამუშაო გეგმებზე იმსჯელებენ. უფრო კონკრეტულად, საუბარი სასკოლო ატესტატების მნიშვნე...
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორც გორდონმა ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს ყველა ქვეყანა იზიარებს აშშ-ს პოზიციას, რომ პატივი უნდა სცეს საქართველ...
დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ბიურო "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას ორი საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს. ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა მინიმალური პენსიის 150 ლარამდე გაზრდას და უმწეო მოსახლეობის უფასო სამედიცინო პოლისებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
დღეს, 2 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივების შედეგებს გააცნობს.
დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. სესიამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზედაც დღის წესრიგს დაამტკიცებენ. სამშაბათის ბიუროს სხდომის გადაწყვეტილების შემდეგ ...
2 თებერვალს, 14:00 საათზე ვაგზლის მოედანზე, აფთიაქ "კრისტალის" შენობიდან, 9 აპრილის საზოგადოებისა და კეთილი ნების საერთაშორისო კავშირ "სოლიდარობის" ინიციატივით მსვლელობა მოეწყობა. აქციის ინიციატორთა განცხადებით, მსვლელობა 1992 წელს მშვიდობიანი მოიტინგეების დახვრეტას ეძღვნება. "1992 წლის 2 თებერვალს ...
2 თებერვალს სასტუმრო "ილიანში~ არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პროექტის - "ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში~ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ბაზრის სპეციფიკა, თუ რატომ არის მობილურით სარგებლო...
2 თებერვალს, 12:00 საათზე, ქობულეთის და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაშიDგაიმართება რამსარის კონვენციისათვის მიძღვნილი ღონისძიება, "ჭარბტენიანების ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილებები". ღონისძიების მიზანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთასორისო დღის აღნიშვნა. ღონისძიებას დაესწრებიან...
2 თებერვალს, 11:00 საათზე და 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში (კოსტავას 77ა, # 101 აუდიტორია) "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, სადაზღვევო უფლებების პრობლემატიკის საკითხებზე სემინარები გაიმართება. ...
2 თებერვალს, 10:30 საათზე, 65-ე საჯარო სკოლას არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში პროკურორები ეწვივია.ნ მოსწავლეებთან საუბრის თემა იქნება საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვა, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სამართალდამცველთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა კოორდინირებული მუშაობა. ...
2 თებერვალს, 13:00 საათზე, "უხუცესთა დარბაზი" გააკეთებს საგანგებო განცხადებას წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევისა და გაფართოებული ეროვნული კრების სამოქმედო გეგმების შესახებ. "დროა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, გამოხატოს თავისი დამოკიდებულე...
2 თებერვალს "ოსკარის" ნომინანტთა სია გახდება ცნობილი. კინოაკადემიის წევრებმა "ოსკარის" კატეგორიისთვის _ "საუკეთესო უცხოური ფილმი" _ 9 ნამუშევარი აარჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს. სულ ამ ნომინაციაში ჯილდოს მოსაპოვებლად წარმოდგენილი იყო ფილმები მსოფლ...