მოძრაობა "არას" ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტოდ განწყობილი ხალხის თავშეყრას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის მიზნით კამერით აფიქსირებენ, სამართალი დასჯის.
"იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს ატყობინებს ხალხის თავშეყრის დეტალებს და სამსახურებიდან მათი დათხოვნის მიზნით კამერით აფიქსირებენ ადამიანებს, სამართალი დასჯის. საქართველოს მთელი მასშტაბით ვიმოქმედებთ და სახალხო კრების სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ცხელ ხაზზე შესულ განცხადებებზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ", - აღნიშნა ლევან ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან ზეწოლის შემთხვევაში, ამ ადამიანებს მორალურ, ფიზიკურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.