აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გამოკითხვების მიხედვით, ალიასკას შტატში ყოფილ გუბერნატორს, სარა პეილინს უსწრებს. სარა პეილინი რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. გამოკითხულთა 34 %-ს სურს, რომ ბარაკ ობამა მეორედაც იხილოს პრეზიდნტის პოსტზე, პეილინს კი მხარს 24 % უჭერს. შეგახსენე...
დაღესტანში ბუინაკის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზის „ირგანაი-მახაჩკალა" საყრდენი ბოძი ააფეთქეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკოსები აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს 3 მილიონ რუბლად აფასებენ. სავარაუდოდ, აფეთქების სიმძლავრემ 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა.
აშშ-ში, ნიუ მექსიკის შტატში, ლოს-ალამოსკუს ეროვნული ლაბორატორიის ირგვლივ მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტს ემუქრება. აღნიშნული ლაბორატორია ცნობილია იმით, რომ სწორედ აქ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ატომური ბომბი. ხანძრის ლაბორატორიასთან მოახლოებ...
საბერძნეთის დედაქალ ათენში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღნიშნულის მიზეზი მომიტინგეთა მხრიდან მაღაზიების ვიტრინების დაზიანება და პარლამენტის შენობის დამც...
დღეს, 29 ივნისს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას განიხილავენ. ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის გენერალური დირექტორის, ჟან ლუი ლორანის მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება. მასში, ...
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნალბანდიანი პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს. ის საგარეო უწყებას ცოტა ხანში ესტუმრება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ. აღნიშ...
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა. შალიკაშვილების ოჯახის სამივე წევრი - ბებია, ბაბუა და 18 წლის შვილიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთ...
15 წლის მოზარდის მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა. ქეთევან მარტიაშვილმა სხეულზე კანის ფერის შეცვლის უჩვეულო მეთოდი გამოიყენა - ლეღვის ფოთლების ნახარში გადაივლო და საკუთარ აივანზე გარუჯვას ამ ფორმით შეეცადა. შედეგად მან სხეულის 65 %-იანი დამწვრობა მიიღო. ქეთევან მარტიაშვილს დამწვრობის ცენტრის რეანიმაცი...
დღეს, 29 ივნისს, პარლამენტში განახლებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების სხდომა იგეგმება. იურიდიული კომიტეტის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა ეს პროექტები, 1-ლი ივლისის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შევიდ...
29-30 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება მრგვალი მაგიდა თემებზე - "პოლიტიკური პარტიების დაფინანსება" და "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში". მრგვალ მაგიდას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. ღონისძიებას ცენ...
მიმდინარე კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყანასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, 29 ივნისს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ფინეთთან გაიმართება. "აღსანიშნავია, რომ ფინეთის ახალი მთ...
დღეს, 29 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს შეხვდებიან. დღესვე ჩეხი სტუმრები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან, ასევე სახელმ...
დღეს, 29 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას ეყრება კენჭი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს შეეხება. "გაეროს გენერალურ ასამბლეაზ...
დღეს, 29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საქართველოში ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის თემებზე, სემინარი გაიმართება. სემინარის ორგანიზატორია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტ...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. აქციაში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატიც (UNHCR) ჩაერთო. 29 ივნისს ორგანიზაცია ხაშურის, სურამის და ჩუმათელეთის დაზარალებულ მოსახლეობას დასაკეც საწოლებს, ზეწრებს, ბალიშებს,სამზარეულოს ნაკრებებს და სხვა საჭირო ნივთებს ...