მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 32 წლის იროდიონ ნაჭყებიას ქუთაისის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენს დარბაზში პროტესტი მოჰყვა. მოკლულის ნათესავები კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ. ნაჭყებიამ საკუთარი მეუღლე 31 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე, ლოგინში ჯერ მოახრჩო, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. გოგონას მშობლები სიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.
დანაშაული 2011 წლის 31 მაისს, ზესტაფონის რაიონში მოკლულის ოჯახში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები