სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უკრაინიდან ელჩის, პაკ კი ჩანის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინასა და სამხრეთ კორეას შორის ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვეების რეპატრიაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების გამო წარმოშობილი დავის ფონზე.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ელჩის სამშობლოში გაწვევის შესახებ“,- ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ იმედი აქვთ, ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხი მოგვარდება და უკრაინასთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.
ელჩის გაწვევის მიუხედავად, სამხრეთ კორეის საელჩო უკრაინაში მუშაობას გააგრძელებს. შესაბამისად, გადაწყვეტილება დიპლომატიური პროტესტის ფორმაა და არ ნიშნავს საელჩოს დახურვას.
გადაწყვეტილება მიღებულია ექვს დღეში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევის აღიარებისა და საჯარო ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, შესაძლოა დამატებითი ზომები მიეღოთ.