ბელორუსმა საქართველოსთან, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ განცხადება ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ანდრეი კორლუკოვმა გააკეთა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, კორლუკოვმა აღინიშნა, რომ ბელორუსიისთვის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის არარსებობა პრობლემას...
აშშ-ის ჯარების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას წერილი გამოუგზავნა. წერილში გენერალი პეტრეუსი საქართველოს თავდაცვის უწყებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის გამო მადლობას უხდის. "მსურს გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება ნატო-ს ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას...
ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ის კომპანია-ოპერატორის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება. 66 წლის მასატაკა სიმიძუ მაღალი წნევითა და თავბრუსხვევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. უფრო ადრე კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სიმიძუმ ავადმყოფობის გამო შვებულება...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადება 1-ლი აპრილისთვის გადადო. საქალაქო სასამართლო აღნიშნულის მიზეზად მოსამართლის ავადმყოფობას ასახელებს, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მისვლა ვერ შესძლო. შეგახსენებ...
2011 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. სებ-ის მონაცემებით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასე...
იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ადვოკატებმა მსახიობ ჯორჯ კლუნის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოცხადება სთხოვეს, რომელიც არასრულწოლოვან მეძავთან პოლიტიკოსის კავშირს შეეხება. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება. ბერლუსკონის მომხრეთა მტკიცებით, ჯორჯ კლუნი და მისი მეგობარი ქალი, იტალი...
ნიკარაგუის ხელისუფლებამ საერთაშორისო საკითხებში ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი მიგელ დე ესკოტო გაეროში ლიბიის ინტერესთა წარმომადგენლად დანიშნა. ეს გადაწყვეტილება ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფოციალური თხოვნის შემდეგ მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა გაეროში ლიბიის ახლადდანიშნულ ელჩს ვიზის გაცემაზე ...
მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში. 28 წლის ზვიად სიბაშვილმა 43 წლის სიმამრი ვანო ბერუაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით მოკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილმა განუცხადა, ზვიად სიბაშვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. „ვანო ბერუაშვილი სიძესთან ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ყოფილი თანაგუდელების სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, ახალი პარტიის ბალანსზე არსებული ქონება მის ძველ პარტიას მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიეკუთვნა. პარტიის წევრთა განცხადებით, ნოღაიდელს ჩამოერთმევა 23 ათ...
დღეს, 30 მარტს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. კომისია სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის პროცესს გააცნობს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიას გამართავს. აღნიშნული აქტიური მოქალაქეები ცესკოს "საარჩევნო სისტემების განვითარების, რ...
პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო 40 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს . ამ დროისათვის განიხილება ნაკლებადმძიმე და მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულთა საქმეები. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. განხილვები ზეპირი მოსმენის პრინციპით წარიმართება. "განიხილება 40 მსჯავრდებული საქმე, მათ შორ...
თბილისში, წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი თემქაზე მეათე კვარტალში მოხდა. მამუკა ქადაგიშვილს ერთი გასროლით ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა...
თბილისი.30.03.11."ჯი-ეიჩ-ენი". ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში მსახიობმა თავი მოიკლა. ტოროშელიძემ საგრიმიოროში თავი ფარდით ჩამოიხრჩო. გუშინ მან სპექტაკლში 14:00 საათზე ითამაშა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად დალია. დაახლოებით 18:00 საათზე მეგობრები შევიდნენ საგრიმიოროში და ტოროშელიძე გარდაცვლ...
დღეს, 30 მარტს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ათასწლეულის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულების - კომპაქტის - დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლებს. საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილა...
დღეს, 30 მარტს, პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, შემაჯამებელი სამთავრობო დებატები გაიმართება. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დებატები პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან გაიმართება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს დაუსვან. დებატების ბ...